ტრენინგ-პროგრამები ოქტომბრიდან დაიწყება და 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება - დეტალები 
29-09-2022

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში პროექტის - „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ პარტნიორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას. პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნულ სამსახურს (STATPED) შორის გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული მოდელის განვითარების სამოქმედო გეგმა განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის დანერგვა დაგეგმილია სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში, რომლის ფარგლებშიც მხარდამჭერი სისტემის მაკოორდინირებელი მმართველი ერთეული და მის დაქვემდებარებაში მყოფი ოპერაციული რგოლი ჩამოყალიბდება. 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ლიდერობის და კონსულტირების განვითარების ტრენინგ-პროგრამები, რომელსაც 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ბოლომდე ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (STATPED) ექსპერტები ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის სპეციალისტებისა და მმართველი რგოლის წარმომადგენლებისთვის ჩაატარებენ.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203