იზოლაციისა და კარანტინის წესში ცვლილებაა - ეხება თუ არა პრემიერის გადაწყვეტილება სკოლებსა და ბაღებს
28-09-2022

იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები აღარ გადავლენ იზოლაციაში, თუმცა 10 დღის განმავლობაში მათ პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოთ:

COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია (მაგ: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ.)“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203