როგორ წყდება მოსწავლის საკითხი, როცა სკოლას ავტორიზაცია უუქმდება
28-09-2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რა ხდება როცა სკოლა ავტორიზაცია უუქმდება და როგორ წყდება ამ შემთხვევაში მოსწავლეთა საკითხი. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თხოვნით და მას უფლება აქვთ ნებისმიერ დროს აღიდგინოს მოსწავლის სტატუსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სურს მოსწავლეს სწავლის გაგრძელება.

დაწესებულება, რომელსაც უარი ეთქვა ავტორიზაციაზე ან გაუუქმდება ავტორიზაცია, ვალდებულია იმ მოსწავლის პირადი საქმე, რომლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თხოვნით, გადასცეს სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც უარი ეთქვა ავტორიზაციაზე ან გაუუქმდა ავტორიზაცია (შემდგომში – რესურსცენტრი). აღნიშნულ პირად საქმეს რესურსცენტრი მოთხოვნის საფუძველზე, გადასცემს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოსწავლე განაგრძობს სწავლას და აღუდგება სტატუსი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203