ართანის საჯარო სკოლაში აუტიზმზე ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს მიეღოთ მეტი ინფორმაცია აუტიზმზე, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის თავიანთი ცოდნა და გამოემუშავებინათ სოციალური უნარ-ჩვევები.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო, რომლიდანაც მიიღეს ინფორმაცია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების შესახებ, რომლებმაც კონკრეტულ სფეროში დიდ წარმატებებს მიაღწიეს.