თბილისის 108-ე საჯარო სკოლაში აუტიზმის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს
05-04-2018
თბილისის 108-ე სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე  აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს და ლურჯი ბუშტებით ფოტოები გადაიღეს. 

მოზარდებს მასწავლებელი აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა. 

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, სიმბოლურ კამპანიებს მართავენ სასწავლებლები, კერძო, თუ საჯარო ორგანიზაციები.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203