გაცდენილი საათები სკოლებმა პირველ სემესტრში უნდა აანაზღაურონ - განათლების სამინისტრო
2022-2023 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში განსხვავებული თარიღით დაიწყო. სკოლების უმეტესობაში სწავლა 15 სექტემბერს განახლდა, თუმცა სარემონტო სამუშაოების გამო ნაწილში 19 სექტემბერს დაიწყო, ნაწილში - 26 სექტემბერს, ნაწილში კი 3 ოქტომბერს. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განგვიმარტავს, სწავლის დაგვიანებით დაწყების მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
უწყებაში განმარატვენ რომ გაცდენილი დღეები, ანუ 15 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე არსებული პერიოდი პირველი სემსტრის განმავლობაში უნდა აანაზღაურონ სკოლებმა. აღსანიშნავია, რომ ანაზღაურების ფორმატს თავად სკოლა ირჩევს, შაბათს აანაზღაურებს თუ დამატებით გაკვეთილებს ჩაუტარებს მოსწავლეებს.
იხილეთ:
სკოლების ნაწილში სწავლა 3 ოქტომბერს იწყება - განათლების სამინისტრო