სკოლებში აღირცხვის წესები გამკაცრდა - მოსწავლე გაკვეთილიდან მშობლის გარეშე ვერ გაეთავისუფლება
30-09-2022

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა აღრიცხვის საკითხი გამკაცრდა. მიუხედავად იმისა, „არები“ აქამდეც იწერებოდა, პანდემიიდან გამომდინარე, ბავშვებს გარკვეული „გადაცდომები“ ეპატიებოდათ ხოლმე, ახლა კი ირკვევა, რომ დირექტორების ნაწილმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება - გაკვეთილიდან მოსწავლე ვერ გაეთავისუფლება მშობლის სკოლაში ვიზიტის გარეშე.

etaloni.ge-მ საკითხის დაზუსტება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სცადა. სადაც გვიპასუხეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება უდავოდ აქვთ და წესით აქამდეც მხოლოდ მოსწავლის თხოვნის საფუძველზე, სკოლაში მისული ბავშვი გაკვეთილიდან აქამდეც არავის უნდა გაეთავისუფლებინა.

ახლა კი წესები გამკაცრდა იქიდან გამომდინარე, რომ შეიცვალა სტატუსის შეჩერების წესიც და აღრიცხვაც უფრო მკაცრად მოხდება.

კანონის თანახმად: „მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი, კერძოდ, ნაცვლად 90 დღისა, ახლა უკვე შეჩერება მოხდება ზედიზედ 45-დღიანი გაცდენის შემდეგ. ამასთან, გაჩნდა კონკრეტული პროცედურები, რომლებიც უნდა გატარდეს შეჩერებამდე.

მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებამდე, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გარდა, სკოლა ვალდებულია განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელმა მოამზადოს წერილობითი ანგარიში მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზების დასადგენად და მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის შესახებ, რომელსაც სკოლა მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს რესურსცენტრს, ხოლო ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მართვის მიზნით, კლასის დამრიგებელთან ერთად ჩართოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მასთან რეფერირებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ახორციელებს ვიზიტს ოჯახში დამრიგებლის მიერ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით დასახული ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების დასადგენად და/ან მიღწეული შედეგების მდგრადობის შესაფასებლად“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203