სავანეთის საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა სკოლის დირექტორის ინგა მიქელაძის და პედაგოგის ნათია ვეფხვაძის ნამუშევრები.
მათ თავიანთი ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს, რომელიც სხვადასხვა მასალისგან დაამზადეს.
„ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი დღე, რომელმაც მოსწავლეები და მასწავლებლები სააღდგომოდ გაახალისა“- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები