8 ოქტომბერს საქართველოში მძიმე ტექნიკის ოპერატორთა რიგით მე-5 შეჯიბრი გაიმართება. ყოველწლიურ შეჯიბრზე ოპერატორები საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბებიან საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად.
2022 წლის შეჯიბრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში გაიმართება და მთლიანად მიეძღვნება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
ოპერატორები ერთმანეთს ექსკავატორების საუკეთესოდ მართვასა და განსაკუთრებულ უნარებში ეჯიბრებიან, როგორებიცაა კოვშისა და ციცხვის მოძრაობის სიზუსტე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წლიდან წლამდე მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, რაც მიუთითებს მძიმე ტექნიკის ოპერატორის, როგორც პროფესიის განვითარებასა და მოთხოვნადობას.
ელიტ მოტორსს უკვე მე-5 წელია აქტიურად შეაქვს წვლილი მძიმე ტექნიკის ოპერატორთა, როგორც სპეციალობის განვითარებაში.
ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი თითოეული მონაწილისთვის შანსია ჯერ პირველობა საქართველოში, შემდეგ კი ევროპის ფინალზე მოიპოვოს.
წლევანდელი შეჯიბრი გამორჩეულია გასული წლებისგან, რადგან ოპერატორთა გამოცდილების ზრდასთან ერთად, შეჯიბრის ეტაპებიც საკმაოდ გართულებულია, თუმცა კვლავინდებურად გამორჩეულად საინტერესო.
შეჯიბრს დაესწრებიან VOLVO CE-დან მოწვეული სპეციალური სტუმრები, რომლებიც მუდმივად აღნიშნავენ საქართველოში ამ სპეციალობის სწრაფ განვითარებასა და პროფესიონალურ დონეს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ 2021 წლის ევროპის ფინალზე საქართველოდან ორი გამარჯვებული ოპერატორი წარსდგა, ერთ-ერთმა მათგანმა კი ნახევარფინალის შეჯიბრზე რეკორდული დროის დაფიქსირება შეძლო. მსგავსი შედეგები საკმაოდ პოზიტიურად განგვაწყობს მომავალი წლის ევროპის ფინალისთვის და საქართველოს კიდევ უფრო წინა პოზიციებზე წარმოჩენის წინაპირობას ქმნის.
8 ოქტომბერს გამართულ შეჯიბრზე დასწრება თავისუფალია და სტუმრებს 11 საათიდან დღის ბოლომდე საკმაოდ სანახაობრივ შეჯიბრს პირდებიან.