ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ,,წრეში ბურთი“ მასწავლებლებთან ერთად ითამაშეს
05-04-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ძველი თამაშები გაიხსენეს და „წრეში ბურთი“ ითამაშეს. თამაშში ორივე სექტორის მოსწავლეები ჩაერთნენ.
„წრეში ბურთი“ პატარებთან ერთად დიდებმაც სიამოვნებით ვითამაშეთ და ბავშვობა გავიხსენეთ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებას სპორტის მასწავლებელი ჰარუთ მკრტიჩიანი და ლალი მარგიანი ხელმძღვანელობდნენ. იხილეთ ფოტოები