2022 წლის ზუგდიდის, აბაშის, კასპის და რუსთავის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის ზუგდიდის, აბაშის, კასპისა და რუსთავის
„ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.
➤ „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ოდიშის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე გიორგი გულორდავა➤ „აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - საგვაზავოს საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ზურაბი ბოკუჩავა➤ „კასპის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - დოესის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლანდა სიდამონიძე ➤ „რუსთავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე გიორგი ქოქიაშვილიშეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.
გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:
ზუგდიდიაბაშაკასპირუსთავიასევე იხილეთ:
ეტალონი“ სასკოლო ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია“-I ეტაპი ზუგდიდის, კასპის, აბაშის და რუსთავის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთათვის ჩატარდა„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - ზუგდიდი, კასპი, აბაშა, რუსთავი