სიკვდილი დაითრგუნა და აღდგა ქრისტე...
აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია და არა მწუხარების.
გავრცელებული ტრადიციით, მორწმუნეები კვირა დღეს გადიოდნენ საფლავებზე წინაპართა მოსახსენიებლად, დროთა განმავლობაში კი, მიცვალებულთა დღედ ორშაბათი დამკვიდრდა - იმისთვის, რომ აღდგომა გლოვის დღედ არ ქცეულიყო, პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, საფლავებზე დღესასწაულის შემდეგ დღეს გასულიყვნენ.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მიცვალებულს არ იხსენიებენ, უბრალოდ ახარებენ, რომ ქრისტე აღდგა!
საეკლესიო სწავლებით, მიცვალებულთათვის ლოცვა აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს ხდება.