ბაღებში ხელფასები 100 ლარით იზრდება - მთავრობის გადაწყვეტილება
30-09-2022
მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებზე ისაუბრა და დააანონსა ის სეგმენტი, რომელსაც მომავალი წლიდან ხელფასების ზრდა შეეხება.

პრემიერის განცხადებით, „მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც და ეს გათვალისწინებულია ბიუჯეტში“.

მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ბაღის პერსონალის ანაზღაურება 100 ლარით მოიმატებს.

იხილეთ ასევე:

125 ლარით მოიმატებს პედაგოგებისა და მანდატურების ანაზღაურება

გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი და დანამატი - პრემიერი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203