ქცევები, რომლებიც მასწავლებლისთვის დამღუპველია 
06-08-2023

სასწავლო წლის განმავლობაში, პედაგოგი შეიძლება არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს. არ აქვს მნიშვნელობა მასწავლებელი ახალბედაა თუ ვეტერანი, საჭიროა მან მოსწავლეებთან მოქცევა იცოდეს, რათა მათ თვალში არ განადგურდეს - პატივისცემა და ავტორიტეტი არ დაკარგოს. 

იმისთვის, რომ კლასში სწორად მოიქცეთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორი ქცევა იქნება თქვენთვის დამღუპველი. განათლების უცხოელი ექსპერტები შეჯერდნენ რამდენიმე თვისებაზე, რაც მასწავლებლებს არ უნდა ახასიათებდეთ, ესენია:

ზედმეტი სიმკაცრე

მოსწავლეებთან ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენამ, შესაძლოა, თქვენი ავტორიტეტი დააზიანოს. პრობლემური საკითხის მოგვარება მშვიდად სჯობს. ყოველ მცირე დაბრკოლებაზე სიმკაცრეს გამოიჩენთ, ეს ცოტა ხანში აღარ გაჭრის.

მოსწავლეებთან მეგობრობა

მოსწავლეებთან მეგობრულები უნდა იყოთ და არა მათი მეგობრები. ამ ორ ცნებას შორის დიდი განსხვევებაა. მათ თქვენი კეთილგანწყობა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამავდროულად, ურთიერთობაში თავს ზედმეტის უფლებას არ უნდა აძლევდნენ.

გაკვეთილების სხვადასხვა მიზეზით შეწყვეტა

მცირე შეფერხების გამო გაკვეთილები არასოდეს შეწყვიტოთ. ეცადეთ, რომ სასწავლო პროცესი განაგრძოთ და პრობლემა აღმოფხვრათ.

მოსწავლეების დამცირება

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაამციროთ მოსწავლეები და არ უნდა მოექცეთ მათ ისე, რომ თავი ცუდად იგრნონ.

ყვირილი

თუ გაკვეთილზე ყვირილს იწყებთ, ესე იგი დამარცხდით, თქვენი მოთმინება ამოიწურა და მოსწავლეებს ისეთი სახე დაანახეთ, რაც არ უნდა სცოდნოდათ.

კონტროლის დაკარგვა

მნიშვნელოვანია, რომ კარგი მენეჯერი იყოთ, კლასი აკონტროლოთ და მოსწავლეები მთლიანად თავიანთ ნებაზე არ მიუშვათ.

ფავორიტიზმი

ამ თვისებას პედაგოგის დაღუპვა შეუძლია. თუ მოსწავლე ამჩნევს, რომ სხვის მიმართ ფავორიტიზმს იჩენთ, კლასის თვალში განადგურდებით და პატივისცემას დაკარგავთ.

უსამართლო წესების შემოღება

არასოდეს შემოიღოთ ისეთი წესი, რაზეც თავადაც ფიქრობთ, რომ არასწორია. ამით საკუთარ თავსაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებთ, რადგან მოსწავლეები, ადრე თუ გვიან, ამ წესებს დაარღვევენ. მნიშვნელოვანია, რომ მათ თქვენი გადაწყვეტილების საფუძველი ესმოდეთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203