2023 წლიდან საჯარო სკოლის დირექტორების ხელფასი იზრდება
02-10-2022

მომავალი წლიდან სკოლებში ანაზღაურება გაიზრდება. მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების, ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი მოიმატებს.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, მომავალი წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინასნება 290 მილიონ ლარზე მეტით მოიმატებს. შესაბამისად, 2023 წლიდან 10%-ით გაიზრდება დირექტორებისა და სკოლის სხვა ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება.

აღსანიშნავი, ისიც, რომ 2023 წელს, დაიწყება 500-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რისთვისაც ბიუჯეტში 300 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203