ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლე შორენა ვაჭრიძე ტაიკვანდოს ჩემპიონატის გამარჯვებულია
ვანთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე შორენა ვაჭრიძემ ტაიკვონდოში პირველი ადგილი მოიპოვა.
შეჯიბრება კახეთის რეგიონალური ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა.
ტაიკვანდო კორეული საბრძოლო ხელოვნებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფეხების აქტიური გამოყენება ბრძოლაში.
ტაიკვანდო საქართველოში საკმაოდ პოპულარულია და ჩემპიონატებიც ხშირად ტარდება.
ვანთის საჯარო სკოლა ულოცავს შორენას გამარჯვებას და უსურვებს კიდევ უამრავ წარმატებას.
იხილეთ ფოტო