წესის საფუძველზე, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით მისთვის განსაზღვრული ადგილების საერთო რაოდენობის ფარგლებში აუთვისებელი ადგილები გადაანაწილოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებლის მომზადების სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე.“.
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და 10 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.
„4. 2022-2023 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 15 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს“,- აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს.