როგორ განაწილდა ხელფასები სკოლებისა და ბაღების პერსონალზე ახალი ბიუჯეტით - დოკუმენტი
05-10-2022

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 978,6 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 293,7 მლნ ლარით. მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

  • სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 293,4 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 136,0 მლნ ლარით.
აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატის და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით;

  • პროფესიული განათლება - 87,4 მლნ ლარი. გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე;
  • უმაღლესი განათლება - 148.5 მლნ ლარი;
  • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 75,8 მლნ ლარი. გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში დასაქმებულთა ხელფასების 10%-იანი ზრდა;
  • ინკლუზიური განათლება - 42,6 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში მასწავლებლების ანალოგიურად გათვალისწინებულია სპეც. მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა 125 ლარით;
  • ინფრასტრუქტურის განვითარება - 229,0 მლნ ლარამდე. მათ შორის:
  1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 179,1 მლნ ლარამდე (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 316,4 მლნ ლარამდე);
  2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 50.0 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სახსრები);
  3. უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 10.1 მლნ ლარი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203