მასწავლებელთა საგამოცდო ბარიერის დაწევაზე თამარ მახარაშვილი განმარტებას აკეთებს
03-10-2022

მასწავლებელთა საგნის, ასევე წამყვანობისა და მენტორობის გამოცდების შედეგების გასაჯაროებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია სასკოლო საზოგადოებაში. ათასობით მასწავლებელი უკმაყოფილო იყო, როგორც უშუალოდ გამოცდით, ისე გამსწორებლებით. პედაგოგები ითხოვდნენ როგორც საგამოცდო ბარიერის დაწევას, ისე სტატუსის ასამაღლებელი აქტივობებისა და ფორმატის შეცვლას. პედაგოგთა ნაწილმა მართლაც შეძლო განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა.

პედაგოგთა ნაწილი მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს შეხვდა და საგამოცდო საკითხებთან ერთად პედაგოგებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის დეკრეტულის ანაზღაურებაც. 

როგორც თამარ მახარაშვილი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, დეკრეტულის საკითხი თითქმის დასრულებულია. მასწავლებელთა საგამოცდო ბარიერის ან ფორმატის შეცვლაზე, მინისტრის მოადგილე გვეუბნება რომ შედეგებს გაანალიზება და მუშაობს სჭირდება და ასე პირდაპირ რაიმეს თქმა შეუძლებელია, თუმცა აღნიშნავს, რომ მასწავლებლის კომფორტი და მოსმენა მათთვის მნიშვნელოვანია. 

„პედაგოგებთან ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, მათ მიერ იდენტიფიცირებულ საკითხებზე მიდის მუშაობა.​ დეკრეტულზე იცით რომ უკვე ბოლოში გავდივართ, ასეთ თემებს არ ვაიგნორებთ, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლების დამოკიდებულება და განწყობა, რამდენად კომფორტულად გრძნობენ ისინი თავს. საერთო მიზანი, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, ის არის, რომ მივაღწიოთ ხარისხიან გაკვეთილს საკლასო ოთახში. ამიტომ ამ გზაზე ჩვენთვის მასწავლებელი მათი მოსმენა უმნიშვნელოვანესია.

დეკრეტულის თემაზე საკითხი დაძრულია, რამდენიმე უწყება ჩაერთო და გავალთ უკვე ბოლოში, დანარჩენი საკითხები სამუშაო რეჟიმშია.  

- არის თუ არა შესაძლებელი, რომ დაიწიოს მასწავლებელთა საგამოცდო ბარიერმა ან შეიცვალოს სტატუსის ამაღლების ფორმა თუ გავითვალისწინებთ რომ ათასობით პედაგოგი იყო გამოცდებით უკმაყოფილო?

 - ასე ვერ გეტყვით, ამას უნდა მუშაობა. ერთია კონკრეტული ჯგუფის თვალით დანახული ეს პროცესები და მეორე მასშტაბში ამ ყველაფერის გაანალიზება.

- მასშტაბურად რომ შევხედოთ, წელს საგნის გამოცდა 14 ათასზე მეტი პლიკანტიდან 3 ათასმა, ხოლო პროფესიული უნარების გამოცდა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, 8 ათასიდან 2 ათასმა პედაგოგმა ჩააბარა... 

- ამას ვამბობ, რომ უნდა გაანალიზდეს, ის, რასაც მასწავლებელთა ჯგუფი ამბობს... პროცესი დაწყებულია.

- თუმცა, საგნის გამოცდის შედეგებზეც ვერ ვიტყვით რომ კარგი მაჩვენებელი გვქონდა..

- აქ შედეგებს რაც შეეხება, საგნის გამოცდა ახალი ხომ არ არის? ბარიერიც და ეს გამოცდაც აპრობირებული და გაანალიზებულია! მე ძირითადად ვსაუბრობ წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე, პედაგოგებისგან უკუკავშირი ძირითადად სწორედ ამ გამოცდაზე მივიღეთ, რა დაიხვეწოს და როგორ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203