ზაფხულში გამოცდები მაძიებელმა მასწავლებლებმაც ჩააბარეს, თუმცა სტატუსის ასამაღლებლად მათ აკადემიური კურსი დადებითად უნდა შეუფასდეთ, შემდეგ ხდება წარდგენა და მხოლოდ ამას მოსდევს უფროსის სტატუსის მინიჭება.
მიუხედავად იმისა, სასწავლო წელი უკვე დაიწყო, მაძიებელი პედაგოგების ნაწილის წარდგენა მოხდა 26 სექტემბრამდე - საინტერესო კი ისაა, როდის მიენიჭებათ ასეთ შემთხვევაში უფროსის სტატუსი?
როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, იმ მაძიებელ მასწავლებლებს, ვისაც დადებითად შეუფასდათ აკადემიური კურსი 26 სექტემბრამდე სტატუსი 10 ოქტომბრისთვის შეეცვლებათ და ისინი უფროსები გახდებიან.