ინდივიდუალურ სასწავლო გეგმა ხშირად საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია, რადგან მასში თავმოყრილია ზოგადი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ და გეგმით დასახული მიზნები, აქტივობები, შეფასების შედეგებირამდენიმე საგანში.
ინკლუზიური განათლების დეპარტამენტი პედაგოგებს სთავაზობს, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმასა და მისი შევსების ინსტრუქციას.
მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმა
ზოგადი ინფორმაციის შევსების ინსტრუქცია
სარჩევის მიზანია, ინფორმაციის სტრუქტურირებულად ასახვა. როგორც ნიმუშშია წარმოდგენილი ინდივიდუალური გეგმა მოიცავს ზოგად ინფორმაციას, ისგ ჯგუფის შეხვედრების კალენდარს, მონაცემებს სასწავლო პროცესის შესახებ, მოსწავლის აკადემიური და განვითარების სფეროების მიხედვით ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების აღწერას.