„ვფიქრობ, სკოლაში მობილური ტელეფონი ზედმეტია“- დაბა ლენტეხის N1 სკოლის დირექტორი ნატო ჯანხოთელი
04-10-2022
მოსწავლის ქცევის კოდექსში, კერძოდ მუხლში 8 იმ ნივთების დეტალური ჩამონათვალია, რომელთა სკოლის ტერიტორიაზე შეტანა დაუშვებელია. თუმცა, კანონში არ წერია ისეთი ნივთები თუ საგნები, რომელთა სკოლაში მიტანამ შესაძლოა სასწავლო პროცესი შეაფერხოს.

etaloni.ge დაინტერესდა, კანონში მოყვანილი ნივთების გარდა, კიდევ რას არ დაუშვებდნენ დირექტორები სკოლაში? -
ამ კითხვით დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ნატო ჯანხოთელს მივმართეთ, რომელმაც ყველაზე არასასურველ ნივთად მობილური ტელეფონი დაასახელა.

- „კანონით, სკოლაში ტელეფონი აკრძალული არ არის, მაგრამ პირადად მე მის შემოტანას არ დავუშვებდი. სკოლებში კომპიუტერული ტექნიკის საკმარისი რაოდენობაა და ვფიქრობ, ბავშვებს მობილურის გამოყენების საჭიროება აღარ აქვთ. ჩვენთან ეს პრობლემა დიდად არ არის, რადგან ბევრი ბავშვი არ გვყავს, თუმცა სკოლებში სადაც მოსწავლეთა რაოდენობა მეტია ეს პრობლემაც არსებობს. ალბათ, ყველა პედაგოგის და დირექტორის სურვილია, რომ მოსწავლეები ტელეფონებს მოშორდნენ, რადგან სასწავლო პროცესს საკმაოდ აფერხებს. ვფიქრობ, სკოლაში ეს ნივთი ზედმეტია“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203