„ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, სკოლაში ზედმეტ აქსესუარებსა და მობილურ ტელეფონს არ დავუშვებდი“- ჩიხარეშის საჯარო სკოლის დირექტორი
04-10-2022
მოსწავლის ქცევის კოდექსში, კერძოდ მუხლში - 8 იმ ნივთების დეტალური ჩამონათვალია, რომელთა სკოლის ტერიტორიაზე შეტანა დაუშვებელია. თუმცა, კანონში არ წერია ისეთი ნივთები თუ საგნები, რომელთა სკოლაში მიტანამ შესაძლოა სასწავლო პროცესი შეაფერხოს.

etaloni.ge დაინტერესდა, კანონში მოყვანილი ნივთების გარდა, კიდევ რას არ დაუშვებდნენ დირექტორები სკოლაში? - ამ კითხვით ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის დირექტორს, როზა გველებიანს მივმართეთ. დირექტორმა არასასურველ ნივთებს შორის ყველაზე პრობლემურად მობილური ტელეფონი დაასახელა, რომელიც შეიძლება გაკვეთილის შეფერხების მიზეზი გახდეს.

- „ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე სკოლაში ზედმეტ აქსესუარებსა და ასევე მობილურ ტელეფონს არ დავუშვებდი. რა თქმა უნდა, საუბარი არ მაქვს, ბასრ იარაღზე, თამბაქოსა და ა.შ. რომელთა შემოტანასაც კანონი არეგულირებს. ყველაზე პრობლემურ საკითხად მაინც მობილური ტელეფონების შემოტანა მიმაჩნია, რადგან ხშირად არის შემთხვევები, გაკვეთილების დროს ბავშვები არ თიშავენ, რაც სწავლისადმი ინტერესს ანელებს. არის ისეთი სკოლები, რომ გაკვეთილზე 40 ბავშვი ზის და ყველა ტელეფონზეა გადართული. ჩვენთან ეს პრობლემა არ არსებობს, რადგან დიდი ქალაქებისგან განსხვავებით ცოტა ბავშვია და მათთან მუშაობაც სხვანაირია. ასევე, პრობლემა მგონია ზედმეტი აქსესუარები და არასათანადო ჩაცმულობა; ვგულისხმობ, მაგალითად, დახეულ ჯინსებს, რაც ჩემთვის პირადად მიუღებელია“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203