რა ითვლება მოსწავლის პერსონალურ ინფორმაციად?
05-10-2022

საქართველოში მოსწავლეთა პერსონალურ ინფორმაციას კანონი იცავს. დადგენილია ისიც, თუ რა მოიაზრება მასში. სკოლა ვადებულია, რომ მოსწავლის უსაფრთხოება, უფლებები და პერსონალური ინფორმაცია დაიცვას. 

ნებისმიერი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ მისი პერსონალური მონაცემია. მაგალითად:

ზოგადი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ - რომელ სკოლაში და რომელ კლასში სწავლობს? ვინ არის/არიან მისი მშობლები და როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა? სად ცხოვრობს? ვისთან მეგობრობს? როგორია მისი ყოფაქცევა?

ინფორმაცია მოსწავლის სასკოლო განრიგის შესახებ - რომელ საათზე ეწყება გაკვეთილები? როდის აქვს შესვენება? რომელ დღეს, რომელ საათზე ამთავრებს სწავლას? რა დამატებით საგანს/წრეს ირჩევს?

ინფორმაცია მოსწავლის ინტერესების შესახებ - რას აკეთებს შესვენებაზე? რა საკვებს ანიჭებს უპირატესობას? დაინტერესებულია თუ არა სპორტული აქტივობებით?

მოსწავლის აკადემიური მოსწრება - რა ნიშანი ჰყავს ფიზიკაში? ხომ არ უჭირს ისტორიის სწავლა?

ფოტო და ვიდეო მასალა მოსწავლის გამოსახულებით - პირად საქმეში არსებული ფოტო ან ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც თქვენ გაასაჯაროვეთ სოციალურ ქსელში ან სხვა საშუალებით.

ზოგიერთი კატეგორიის მონაცემზე (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) კანონმდებლობით დაწესებულია დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი. ამ მონაცემებს მიეკუთვნება:

ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - გადატანილი დაავადებები, ფსიქოლოგიური დახასიათება, ალერგიული ხომ არ არის და რაზე? რა აცრები აქვს გაკეთებული? აქვს თუ არა კვების სპეციალური რეჟიმი?

ასევე, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან და საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული მონაცემები.

მოსწავლის რელიგიური შეხედულებები, მოსწავლის ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია, მოსწავლის სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია და სხვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203