განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისსთვის მინისტრის სპეციალური ბრძანებით პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭება დაწყებულია- ამის შესახებ etaloni.ge - ს მასწავლებელთა პროფკავშირების თავმჯდომარემ, მაია კობახიძემ განუცხადა.
„ოქმებზე ხელი მოწერილი გვაქვს კომიისის წევრებს და რამდენადაც მე ვიცი, სკოლებს ეტაპობრივად ეგზავნებათ ინფორმაცია. ვისაც მიენიჭება [სტატუსი] სკოლებს გაეგზავნება. გამოქვეყნდება მინისტრის ბრძანებაც“, - აღნიშნა კობახიძემ.
რამდენ პედაგოგს აუმაღლდება ან მიენიჭება სტატუსი ამას ბრძანების გამოქვყნების შემდგომ გავიგებთ, თუმცა სავარაუდოდ მინისტრის ბრძანება იმ მასწავლებლებს შეეხებათ, რომლებსაც სტატუსი ჯერ არ აუმაღლებიათ.