2022 წლის წალკის, ახალციხის, ვანის და თიანეთის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
7 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის წალკის, ახალციხის, ვანის და თიანეთის
„ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.
➤ „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - წალკის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარი მარკოიძე➤ „ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - მინაძის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ანა კურტანიძე➤ „ვანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ამაღლების საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი რიჟამაძე➤ „თიანეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ზარიძეების საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა ქაშიაშვილი
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.
გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:
წალკაახალციხევანითიანეთიასევე იხილეთ:
„შედეგები ყოველ წელს უნდა გავაუმჯობესოთ“- წალკის, ახალციხის, ვანისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში „ეტალონის“ I ეტაპი გაიმართა„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - წალკა, ახალციხე, ვანი და თიანეთიწალკის, ახალციხის, ვანის და თიანეთის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება