კერძო სკოლა „ანაბასისში“ შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ტარდება
05-04-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ჩატარდა. პედაგოგმა ნინო როინიშვილმა VIბ კლასში ისტორიაში ღია გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო გიორგი V ბრწყინვალე.
VII კლასში კი ქართულში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. სასწავლო პროცესს მარეხი ფორჩხიძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა იყო - „ძალადობა ოჯახში - რევაზ ინანიშვილის „ჩიტების გამომზამთრებელის“ მიხედვით.
ორივე გაკვეთილს სკოლის პედაგოგთა შეფასების ჯგუფი აკვირდებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი დატვირთული იყო საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით, მოსწავლეებიც ინტერესით ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში.