თბილისის N172 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების კათედრის ინიციატივით „ღია კარის დღე“ მოეწყო.
ღონისძიების მიზანი სასკოლო საზოგადოებისათვის სკოლის მიღწევებისა და საგაკვეთილო, თუ სხვადასხვა აქტივობის ახლოს გაცნობა, მომავალი გეგმებისა და პროექტების გაზიარება, მშობელთა წინადადებებისა და სურვილების სამომავლოდ გათვალისწინება იყო.
ღონისძიებისთვის წინასწარ შეიქმნა ბუკლეტი დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რომელიც მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა გააცნეს უბანს, მიმდებარე საბავშვო ბაღებსა და ორგანიზაციებს.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა გაკვეთილები სხვადასხვა საგანში, მათემატიკური კონკურსი „გონების ჭიდილი“, ვიქტორინები: „ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა“, „მხიარული მათემატიკა“.
გაიმართა პირველკლასელთა ფლეშმობი, დისკუსია ნანახი ფილმის „საოცრების“ ირგვლივ, სპექტაკლი „მე ქალაქიდან შენ ქალაქამდე“, კონცერტი „დედაშვილობა - სიყვარულის ზღაპარი“, „გაზაფხულის ყვავილები“ და სხვადასხვა საკლასო ღონისძიება.
„დღე ემოციური და საინტერესო გამოვიდა. სტუმრებმა თავიანთი დამოკიდებულებები და შთაბეჭდილები პატარა ბარათების საშუალებით გაგვიზიარეს“- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიებაზე ბევრი სტუმარი, მათ შორის სკოლის კურსდამთავრებულები მივიდნენ.
თბილისის N172 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ყველა მასწავლებელსა, მოსწავლეს და მშობელს, ვინც მონაწილეობა მიიღო „ღია კარის დღის“ ორგანიზებაში.
იხილეთ ფოტოები.