სკოლა „ორნატის“ მოსწავლეების თემამ საგანმანათლებლო საერთაშორისო გამოფენაზე პირველი ადგილი მოიპოვა
ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ.
გამოფენა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უკრაინის ნაციონალურ მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.
სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა წარადგინეს თემა: „თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების, პროექტების, ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესების სრულყოფისა და ამაღლებისთვის“.
მათმა თემამ I ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა.
კერძო სკოლა „ორნატი“ ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები