3 მნიშვნელოვანი რჩევა 1-6 წლამდე ბავშვის აღმზრდელებს
04-11-2022
მშობლების უმრავლესობა ცდილობს, საუკეთესო მისცეს შვილებს და ამას ისე აკეთებენ, როგორც სჯერათ, რომ სწორია და ისე, როგორც შეუძლიათ, რომ ეს გააკეთონ. გაეროს ბავშვთა ფონდი გიზიარებთ 3 მნიშვნელოვან რჩევას 1-6 წლამდე ბავშვის მშობლებს:
აუცილებელია, ბავშვს მივცეთ პირადი სივრცის განცდა - "შეიძლება, ჩაგაცვა?" "შეიძლება, ავიღო?"
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა გამოცადოს ახალი უნარები: უსაფრთხო გარემოში მივცეთ საშუალება, იაროს, იცოცოს თუ მოსინჯოს ნივთები.
გაახმოვანეთ ემოციები: როცა ბავშვი ტირის, უთხარით, “ვიცი, რომ ახლა გაბრაზებული ხარ. გშია და საჭმელი მალე მომზადდება“ და ა.შ. სიტყვებთან ერთად აუცილებელია ემოციის ტონითა და მიმიკების დახმარებით ჩვენებაც.