11 წლის ბიჭი, რომელსაც აინშტაინსა და ჰოკინგზე მაღალი IQ აქვს
13-10-2022

11 წლის კევინ სუინის ინტელექტის კოეფიციენტი 162-ია - ბავშვმა ტესტი ედინბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა - ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

კევინი დიდი ბრიტანეთიდანაა და ერთადერთი ბავშვია, რომელმაც კვლევაში მიიღო მონაწილეობა. ახლა იგი პლანეტის ყველაზე ჭკვიან ადამიანებს შორისაა, რომლებიც წარმოადგენენ მხოლოდ 1 პროცენტს

სუინს აქვს აუტისტური სპექტრის დიაგნოზი, თუმცა ბიჭმა უკვე 6 წლის ასაკში იცოდა მენდელეევის ცხრილი.კევინის მამა ედი სუინი კი აღნიშნავს:

„ცხოვრებაში კევინს აქვს საკუთარი პრობლემები და  ჩვენ ნამდვილად გვინდა, დავეხმაროთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში“.

ცნობილია, რომ ბიჭმა უკვე მიიღო მოწვევა, შეუერთდეს mensa-ს ქსელს, რომელიც აერთიანებს ადამიანებს გამორჩეული შესაძლებლობებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203