თბილისის N72 საჯარო სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ეწვია
05-04-2018
თბილისის N72 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. 

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სტუმრობდა. 

მან სკოლა დაათვალიერა და გამართულ ღონისძიებებსაც დაესწრო. 

სკოლამ დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა, რომელიც მიზნად ისახავდა აუტიზმზე ცოდნის გაღრმავებასა და ინფორმაციების გაცვლას. 

თბილისის N72 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203