მოსწავლის პორტფოლიო ნამუშევრების ერთობლიობაა, რომელშიც შესაძლებელია, განთავსდეს სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლის მიერ შესრულებული კომპლექსური დავალებები და პროექტები, ასეთია სამინისტროს განმარტება.
პორტფოლიოს წარმოება დაშვებულია სსსმ მოსწავლეებისთვისაც, თუმცა მასში განსათავსებელი ინფორმაცია განსხვავებულია. ინკლუზიური განათლების ცნობარში მოცემული ინფორმაციის თანახმად, სსსმ მოსწავლის პორტფოლიოს განმარტება შემდეგია:
„სსსმ მოსწავლის პორტფოლიო არის კრებული, სადაც თავს იყრის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მოსწავლის სწავლასა და განათლებას უკავშირდება. სსსმ მოსწავლის პორტფოლიოში შეიძლება მოცემული იყოს მისი სამედიცინო ისტორია, ისგ, მოსწავლის მიერ შესრულებული დავალებები, რომლებიც ასახავენ მოსწავლის პროგრესს და ა.შ“.
იხილეთ ასევე: მოსწავლის პორტფოლიო პედაგოგმა უნდა შექმნას - სავალდებულოა თუ არა აქტივობა