ყველა გამოცდა, რომელიც მასწავლებელმა ჩააბარა, eschool-ის ბაზაში ჩანს. ამის შესახებ მონაცემები ელექტრონულ სისტემაში დეტალურადაა შეყვანილი.
სად შეგიძლიათ აღნიშნული ინფორმაციის ნახვა?
eschool-ის ბაზაში, მასწავლებლის პირადი პროფილის განყოფილებაში უნდა მოიძიოთ „სერტიფიკატების“ ველი, მასში შესვლისას კი პედაგოგს ჩაბარებული გამოცდის დასახელება და ჩაბარების წელი გამოუჩნდება.
მასწავლებლის eschool-ის ბაზაზე ხელი მიუწვდება სკოლის დირექციასაც, შესაბამისად, მასწავლებლის მიერ წარმატებით ჩაბარებული გამოცდების ჩამონათვალის ნახვა სკოლის ადმინისტრაციასაც შეუძლია. რაც შეეხება გამოცდაზე მიღებულ ქულას, eschool-ის ბაზაში, „სერტიფიკატების“ ველში ეს ინფორმაცია განთავსებული არაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაზაში მხოლოდ ჩაბარებული გამოცდის დასახელება და ჩაბარების წელია მითითებული.