პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში სააღდგომო თემაზე ინტეგრირებული ღია გაკვეთილი ჩატარდა
05-04-2018
პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მე-10 კლასში ინგლისური ენის პედაგოგმა ნიურა ბდოიანმა ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეხებოდა. გაკვეთილი ინტეგრირებული იყო. მოსწავლეებმა ორ ენაზე: ინგლისურად და სომხურად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და დამსწრეებს აღდგომის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
გაკვეთილი ძალიან საინტერესო და კრეატიული გამოვიდა. მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს, გააფორმეს და მოამზადეს საკლასო ოთახი გაკვეთილისთვის.