ტაილანდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სროლას სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC წერს, ბაღში ცეცხლი ყოფილმა პოლიციელმა გახსნა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის ბავშვები და მოზარდები არიან. თავდამსხმელმა ესროლა და დანით დაჭრა ბავშვები და მოზარდები. თავდასხმელი გაიქცა და მისი დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა, მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.