საშუალო საფეხურის ესგ-ს გზამკვლევის სრული ვერსია გამოქვეყნდა 
06-10-2022
2022-2023 სასწავლო წლიდან იწყება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა საშუალო საფეხურზე. ზოგადი განათლების რეფორმის დეპარტემენიტის ინფორმაციით, ხელმისაწვდომია საშუალო საფეხურის გზამკვლევის სრული ვერსია.

გზამკვლევი სასკოლო საზოგადოების წევრებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების გააზრებასა და მის საფუძველზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა-წარმართვაში დაეხმარება.

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები ოთხ ნაწილად შეიძლება დაიყოს:

· სასწავლო პროცესის ორიენტირება გრძელვადიან მიზნებზე;
· სასწავლო შინაარსის/საკითხების შერჩევა და დამუშავება გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებით;
· სასწავლო პროცესისდაფუძნება კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე;
· შეფასების ორიენტირება მოსწავლის პროგრესზე;
· უპირობო პოზიტიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება; სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური მონაწილეობა სასკოლო კულტურის განვითარების პროცესში.

დოკუმენტში ეს საკითხები განხილულია პედაგოგების მიერ ხშირად დასმული შეკითხვების ანალიზის ფონზე. თითოეულ შეკითხვას ახლავს სავარჯიშო, რომელიც მკითხველს მოცემული ინფორმაციის გააზრებაში დაეხმარება.

იხილეთ, საშუალო საფეხურის გზამკვლევის სრული ვერსია 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203