კორტოხის საჯარო სკოლის მეცხრე კლასში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი ისტორიის პედგოგმა მერაბ პაქსაძემ ჩაატარა თემაზე „გეორგიევსკის ტრაქტატი“.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარების შესახებ, შეაფასეს ერეკლე ll-ის სამეფო კარზე შექმნილი მდგომარეობა, ახსნეს ტრაქტატის გამომწვევი მიზეზები და რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა.
კორტოხის სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს მერაბ პაქსაძეს შემდგომ კარიერულ წინსვლაში.
იხილეთ ფოტოები