ვინ ჩააბარებს გამოცდებს წელიწადში სამჯერ - დეტალები
12-10-2022

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესში ცვლილება, შევიდა, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა, რომ:

ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ​ ​1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაზღვრული მოთხოვნა, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით“.

ბრძანებას ხელს განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი აწერს და რომლის გადაწყვეტილებითაც, „2022 წელს გამოცდების ცენტრმა ამ წესის მე-2 მუხლის 3​4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩატარება უნდა უზრუნველყოს სამჯერ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203