შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ყოველწიურად ატარებს საცდელ ტესტირებებს მეთორმეტე კლასელებისთვის. ტესტის მიზანია ცენტრმა გაიგოს რამდენად დაძლევენ აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამა თუ იმ საგანში ცვლილების შეტანას და რა შედეგს აჩვენებენ.
როგორ ხდება საცდელი ტესტირებისთვის მოსწავლეების შერჩევა? - ამ კითხვით ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ:
- მეთორმეტეკლასელების საცდელ ტესტირებაში ჩართვის პრინციპი დამოკიდებულია ტესტირების მიზნებზე. მაშინ, როდესაც საცდელი ტესტირება ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე დავალების გამოცდას, კვლევის მეთოდიკის შესაბამისად ტესტირებაში ერთვება მიზნობრივი აუდიტორიის შეზღუდული რაოდენობა - რესურსცენტრის მეშვეობით ცენტრი აწვდის სკოლას შესაბამის კვოტას, რომლის მიხედვითაც სკოლის მიერ შემთხვევითი პრინციპით დგება საცდელ ტესტირებაში მონაწილეთა სია. ხოლო მაშინ, როცა საცდელი ტესტირება მიზნად ისახავს მთლიანი ტესტის გამოცდას, ტესტირება ბევრად ფართომასშტაბიანია - ამ შემთხვევაში, საცდელ ტესტირებაში მონაწილეობის მსურველთა ჩართვის მიზნით სხვადასხვა დროს, საჭიროებისამებრ, ცენტრს გამოუყენებია წინასწარი ელექტრონული რეგისტრაციაც.
ბოლო დროს მიმდინარე საცდელი ტესტირებების მიზანი, უმეტეს წილად, რამდენიმე დავალების გამოცდაა.