ფოთის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს „ეტალონის“ სერთიფიკატები გადაეცათ
05-04-2018
ფოთის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ წარმატების დამადასტურებელი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის აღსაზრდელები საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მონაწილეობდნენ.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. 

სკოლის დირექცია, სკოლის მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.  

შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203