სიქთარვის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ნოდარ ბუცხრიკიძემ მე-3 კლასში საინტერესო პროექტი ჩაატარა.
პროექტი სახელწოდებით „ვეძებთ მათემატიკის სიყვარულით“ City game“-ს პრინციპით გაიმართა.
მოსწავლეები სხვადასხვა ადგილზე დამალულ მათემატიკურ დავალებებს ეძებდნენ, რომელთა სწორად ამოხსნა მომდევნო მითითებების მოპოვების საშუალება იყო.
დასკვნით ტურში კი სპეციალური პრიზის პოვნა მოუწიათ.
პროექტი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.
იხილეთ ფოტოები