ისტორიის სტანდარტის შედეგები ახალი ესგ-ს მიხედვით - დეტალები
07-10-2022

ეროვნულ სასწავლო გეგმაში კონკრეტული საგნების სწავლა-სწავლების გრძელვადიანი მიზნები განსაზღვრულია სამიზნე ცნებებისა და საფეხურის შედეგების სახით. მაგალითად, ისტორიაში საშუალო საფეხურისთვის (X-XII კლასები) გამოკვეთილია შემდეგი შედეგები და სამიზნე ცნებები.

მოსწავლემ უნდა შეძლოს: ისტორიული წყაროს გამოყენება საკუთარი მოსაზრების/პოზიციის დასაბუთებისთვის; ისტორიოგრაფიის განვითარების კანონზომიერებების დაკავშირება იმის გაცნობიერებასთან, რომ ახალი წყაროების/მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი მოვლენის ახლებურად გააზრება/გადაფასება; ისტორიული მოვლენების ანალიზისას ქრონოლოგიისა და ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინების ადეკვატური გამოყენება; ისტორიულ პროცესებზე სივრცე-დროითი ასპექტების კვლევა ცვალებადობის ფენომენის გასააზრებლად;

ისტორიული მოვლენის/პროცესების კლასიფიცირება და ტიპოლოგიური დაჯგუფება (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ა.შ. ნიშნით) სხვადასხვა ისტორიულ ეპოქასა და თანამედროვეობაში არსებული ტიპურად მსგავსი მოვლენებისა და პროცესების ურთიერთდაკავშირებულად განსახილველად;ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის/პროცესის/პი -როვნების მოღვაწეობის განსხვავებულად ინტერპრეტირება, გაანალიზება და შეფასება მულტიპერსპექტიული მიდგომების უპირატესობის გასააზრებლად.ისტორიული მოვლენების და პროცესების დანახვა/შეფასება როგორც კონკრეტულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანების თვალით, ასევე ეპოქისგან დისტანცირებით ერთი მხრივ ეპოქის უნიკალობის, მეორე მხრივ კი უნივერსალურ იდეათა განვითარების კანონზომიერებების გასააზრებლად. ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიან კონტექსტში გააზრება; ისტორიულ მაგალითებზე დაყრდნობით დემოკრატიის პრინციპების (კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, თანასწორობა, სამშვიდობო პროცესები) დაკავშირება სახელმწიფოებრიობასა და პატრიოტიზმთან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203