ხოჯორნის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ისაუბრეს
06-04-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციაა. 

სომხური სექტორის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დღესასწაული ვნების კვირეულის დიდ ხუთშაბათს აღნიშნეს.

ტრადიციულად, წელსაც, სკოლის აღსაზრდელებმა კლასის ხელმძღვანელებთან ელზა ბადალიანთან, ემა პეტროსიანთან, ახსტრიკ აბოვიანთან და არმინე ხაჩატურიანთან ერთად თავიანთი კუთხეები წარადგინეს.

სკოლის დირექტორი მოსწავლეებს აღდგომის დღესასწაულის არსზე ესაუბრა.

მესამე კლასელებმა, არმინე ხაჩატურიანის ხელმძღვენელობით, საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, არმინე ხაჩატურიანი სკოლაში კრეატიულობით გამოირჩევა, მის კლასში ახალი და საინტერსო ნამუშევრები ყოველთვის გამოფენილია. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203