გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში სააღდგომო ღონისძიება ჩატარდა
06-04-2018
გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში სააღდგომო ღონისძიება - Easter party ჩატარდა. 

ღონისძიებაში V-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლის აღსაზრდელები ინგლისურ ენაზე სააღდგომო ბაჭიის ისტორიას მოყვნენ. მოზარდებმა ასევე იმღერეს და სახალისო სლაიდები წარადგინეს.

მოსწავლეებმა ასევე დაარიგეს სააღდგომო საჩუქრები და სტუმრებსა და პედაგოგებს ინგლისურ ენაზე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. 

ღონისძიებას პედაგოგი ნანა რამიშვილი ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ნანა რამიშვილი საოცრად ნიჭიერ მოსწავლეებთან ერთად ინგლისურენოვანი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203