ქობულეთის ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი თვის განმავლობაში სკოლებსა და სახლებში პროდუქტებს აგროვებდნენ.
მათ შეგროვებული პროდუქტი ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ წევრებს გადასცეს და ასე მიულოცეს ხანდაზმულებს აღდგომა.
აქცია ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით ჩატარდა.
ახალგაზრდული საკრებულო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქობულეთის N3, N5, ლეღვასა და ციხისძირის საჯარო სკოლას.
იხილეთ ფოტოები