გამოქვეყნდა ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი - ვადები
11-10-2022
გამოქვეყნდა შპს ალტე უნივერსიტეტის და შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის, გამოცხადებული რიგგარეშე მობილობის ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი 
 
რიგგარეშე მობილობით სარგებლობისათვის პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები. განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადაა - 2022 წლის 11 ოქტომბრიდან  13 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. თუმცა, მნიშვნელოვანია პირმა გაითვალისწინოს, რომ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას, რომელიც შესაძლოა იყოს 13 ოქტომბრამდე ადრე პერიოდი, განსაზღვრავს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 
 
 
 
რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს – სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. 
 
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე:  info@emis.ge
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203