წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით კედლის გაზეთები მოამზადეს
10-04-2018
წინწყაროს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა აპრილის თვის ორ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით კედლის გაზეთები მოამზადეს. მე-7 კლასს პედაგოგი მარინე სუბელიანი ხელმძღვანელობს. სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილი აღნიშნეს და კედლის გაზეთი - ,,თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები“ გამოუშვეს.
მეშვიდეკლასელებმა თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს დედაენის დღესთან დაკავშირებით მომზადებული გაზეთიც. დედაენის დღეს საქართველო 14 აპრილს აღნიშნავს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტივობაში ხალისით და მონდომებით ჩაერთვნენ. იხილეთ ფოტოები