გურკელის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა „ქუჩის თეატრის“ შესწავლის შემდეგ კოსტიუმირებული ინსცენირება „ბერიკაობა“ მოაწყვეს.
ინსცენირებისთვის საჭირო რესურსი მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე თავად დაამზადეს.
ბერიკაობა-ყეენობა ქართული ტრადიციული დღესასწაულია, რომლის მონაწილეები ცხოველებისა და ადამიანების ნიღბებით იმოსებიან.
დღესასწაული სიუჟეტების სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
მოსწავლეებმა ინსცენირების დროს სხვადასხვა როლები მოირგეს.
იხილეთ ფოტოები