ფინანსური დახმარება განსაკუთრებული ნიჭის მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - დეტალები
18-10-2022
2022 წელს განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 250 ათასი ლარია გამოყოფილი.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემოქმედებითი, აკადემიური უნარების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ბავშვების დაფინანსება - სხვადასხვა კონკურსებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად;

ნიჭიერი, მაღალი აკადემიური მაჩვენებლების სტუდენტებისათვის მერის სტიპენდიის დანიშვნა;

ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებული იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უცხოეთის აკრედიტებულ სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტებისთვის.

პროგრამით გათვალისწინებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საჯარო და კერძო სკოლების მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203